პიროვნების აღზრდასა და ჰარმონიულ განვითარებაში
მნიშვნელოვან როლს თამაშობს მისი
ხელოვნებასთან ზიარება. სწორედ ეს ფუნქცია აქვს სკოლაში
ესთეტიკური აღზრდის საგნებს. მათი შესწავლა უვითარებს მოსწავლეს სამყაროს მშვენიერების აღქმის უნარს, წარმოსახვას,
შემოქმედებითობას, თვითგამოხატვის,
კრიტიკული აზროვნების უნარებს, უღვივებს აღმოჩენისა და სიახლის ძიების სურვილს, რაც
აუცილებელია მოსწავლის ნებისმიერი მომავალი საქმიანობისთვის და ამზადებს მას ცხოვრებისეული
გამოწვევებისთვის.
ამ საგნების შესწავლისას მოსწავლე ეუფლება თვითგამოხატვის
განსხვავებულ საშუალებებსა და ფორმებს. ესთეტიკური საგნების
შესწავლა აზიარებს
მოსწავლეს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს და ამავდროულად ხელს უწყობს ეროვნული ცნობიერების
ჩამოყალიბებას.
ესთეტიკური აღზრდის სწავლების მიზნები და ამოცანები
ესთეტიკური აღზრდის სწავლების მიზნებია:
Ø ინტერესისა და
სიყვარულის გაღვივება ხელოვნებისადმი;
Ø სამყაროს ერთიანობის
განცდის ჩამოყალიბება;
Ø ეროვნული,
სხვა ერისა და ზოგადსაკაცობრიო კულტურის დაფასების, განსხვავებული
აზრისა და მსოფლმხედველობის, ადამიანის შრომის მიმართ
პატივისცემის გრძნობის გამომუშავება;
Ø გარემოს ესთეტიკური
აღქმის, მშვენიერების განცდისა და მხატვრული გემოვნების განვითარება;
Ø შემოქმედებით-ასოციაციური
აზროვნებისა და ემოციური სფეროს განვითარება;
Ø წარმოსახვის,
კრიტიკული აზროვნების, თვითგამოხატვის, შემოქმედებითი და საკომუნიკაციო
უნარების განვითარება.
ესთეტიკური აღზრდის სწავლების ამოცანებია:
Ø ეროვნულ და
მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან ზიარება;
Ø ხელოვნების
უნივერსალური ენის შესწავლა;
Ø მოსწავლის
ჩაბმა შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში;
Ø ხელოვნების
ნიმუშის/ნაწარმოების აღქმის უნარის ჩამოყალიბება;
Ø მსჯელობისა
და წარდგენის უნარის გამომუშავება;
Ø სამუშაო გარემოს
მოწესრიგებისა და მოვლის, შრომითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
Ø შემოქმედებითი
საქმიანობის ტექნიკურ საშუალებათა დაუფლება;
Ø ხედვის, სივრცითი
წარმოდგენების, დაკვირვების უნარის, მხედველობითი მეხსიერებისა და ხელის მოტორიკის
განვითარება;
Ø მუსიკის მოსმენის
ჩვევის გამომუშავება;
Ø მუსიკალური
სმენისა და მეხსიერების, რიტმის გრძნობის, პლასტიკისა და კოორდინაციის
განვითარება;
Ø მუსიკის,
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ენის შესწავლა.
Комментариев нет:
Отправить комментарий