განცხადება
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის 2 საჯარო სკოლაში ესთეტიკის კათედრაზე 26 სექტემბერს იწყებს ფუნქციონირებას სახელოვნებო წრე "ნორჩი ხელოვანი",რომელშიც გაერთიანრბული იქნებიან 7-8 კლასის მოსწავლეები.მეცადინეობები ჩატარდება ორ კვირაში ერთხელ სამშაბათობით ,14.20 საათზე მთელი წლის განმავლობაში.
ხელმძღვანელი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ია ელიოსიძე.
მსურველებს გთხოვთ განცხადებით მიმართოთ სკოლის დირექციას.
06.10.17 მოსწავლეებს ვესაუბრე ხელოვნების წარმოშობის 4 ძირითადი თეორიების შესახებ ,მათთან ერთად განვიხილე თითოეულის არსი.მათ შეასრულეს ნახატები ერთ-ერთი თეორიის მიხედვით,რომელიც აირჩიეს; გავმართეთ დისკუსია თემაზე; რა არის ხელოვნება და როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში
ხელოვნების წრის მიზანია:
·
მოსწავლეებში ხელოვნებისადმი ინტერესის გაღრმავება;
·
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების თეორიული ცოდნისა და
პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება
და გამოყენება
ყოველდღიურ ცხოვრებაში.
· კრიტიკული აზროვნების ,შემოქმედებითი და კომუნიკაციის უნარების განვითარება.
· მოსწავლეებში თბილი
ურთიერთობის ჩამოყალიბება და სოციალური უნარების განვითარება.
·
მოსწავლეებმა დაგეგმილი სამუშაო პროგრამის საფუძველზე შეისწავლონ :
Ⴑახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები ;
· მოახდინონ ინტეგრაცია ხატვასა და მუსიკას შორის;
· შექმნან ნახატები და გამოენებითი ხელოვნების ნიმუშები და მოაწყონ გამოფენა.
წრის მუშაობის პროგრამა.
.
წრის სასწავლო პროგრამის შედგენისას გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები ,ის რომ მოსწავლეები
ყოველთვის ხალისით ასრულებენ
პრაქტიკულ სამუშაოს.ამიტომ თეორიულ
მასალასთან ერთად დავგეგმეთ
პრაქტიკული დავალებები:
Ø ხატვა,აპლიკაცია;
Ø გამოყენებითი ხელოვნების
ნიმუშების შექმნა: სამკაულები,ნაქარგები
და სხ.
Ø მოსწავლეებს აგრეთვე
ძალიან უვართ მუსიკა,სიმღერა.ამიტომ დავგეგმეთ
ისეთი აქტივობები,სადაც მოსწავლეები
მოახდენენ სიმღერისა და ნახატების
ინტეგრაციას,შეისწავლიან და შეასრულებენ
სხვადასხვა სიმღერებს გიტარის
თანხლებით.
სახელოვნებო წრის „ნორჩი
ხელოვანი“
სამუშაო
გეგმა
გაკვეთილის
ჩატარების
თარიღი
|
თემა
|
მიზანი
|
რესურსი
|
22.09.17
|
წრის მონაწილეებთან
სამუშაო გეგმის
გაცნობა
|
სოციალური უნარების
განვითარება;წრის მონაწილეებს შორის
მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება.
|
წრის სამუშაო გეგმა
|
06.10.17
|
რა არის ხელოვნება?
ხელოვნების წარმოშობის თეორიები:ხელოვნების წარმოშობის
თეორიების მიხედვით ნახატის
შესრულება ;
|
მოსწავლემ შეძლოს მსჯელობა
საკითხთან დაკავშირებით და გაიღრმავოს ცოდნა
ხელოვნების წარმოშობის
4 ძირითადი თეორიის
შესახებ.პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება
|
წრის ხელმძღვანელის
ლექცია;ინტერნეტ-რესურსი;სახვითი
ხელოვნების სახელმძღვანელო-7 კლ.სახატავი ფურცელი,ფანქრები,საშლელი,
საღებავები.
|
20.10.17
|
ძველი სამყაროს
ხელოვნება :
ძველი ეგვიპტე-
არქიტექტურა და ხელოვნება
ნახატის შესრულება თემაზე;ძველი ეგვიპტის
კედლის მხატვრობა
|
მოსწავლე გაეცნოს ძველი
ეგვიპტის არქიტექტურას და ხელოვნებას
მოსწავლემ შეძლოს მიღებული
ცოდნის საფუძველზე ნახატის
შესრულება
|
ხელმძღვანელის ლექცია;ინტერნეტ-რესურსი
სახატავი ინსტრუმენტები
|
20.10.17
|
სახვითი ხელოვნების ძირითადი
ჟანრი-პეიზაჯი
|
შემოქმედებითი უნარების
განვითარება;მოსწავლემ
შეძლოს ბუნებაზე დაკვირვების
შედეგად გადაიღოს შემოდგომის
პეიზაჟების ფოტოები და გააკეთოს ჩანახატი.
|
მინი--ლექცია;
ექსკურსია „შემოდგომა ჩემს სოფელში“,ფოტოაპარატი.
|
03.11.17
|
პრაქტიკული სამუშაო „შემოდგომის
პეიზაჟი“ ჩანახატების საფუძველზე და სიმღერასთან
ასოცირება
|
მოსწავლემ შეძლოს სახვითი ხელოვნების
ელემენტებისა და პრინციპების გამოყენება
ნამუშევარში,პრაქტიკული სამუშაო „შემოდგომის
პეიზაჟი“
|
სახატავი რვეული,ფანქრები
და სხვა
|
17.11.17
|
მოსწავლეთა ნამუშევრების წარმოდგენა
და სიმღერასთან ასოციაცია
|
მოსწავლეებმა შეძლონ ნახატის
სიმღერასთან ასოცირება სიმღრების
წარმოდგენა
|
მოსწავლეთა ნამუშევრები,გიტარა,მოწვეული სსხვა
კლასის მოსწავლეები
|
01.12.17
|
მოსწავლეებმა გააკეთონ პრეზენტაცია:როგორ
ხვდრბიან ახალ ცელს
სხვადასხვა ქვეყნებში.
|
მოსწავლემ შეძლოს შეძლოს
ინფორმაციის
მოძიება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით
და სხვა ჭყწროებიდან.
|
გაკეთებული პრეზენტაცია.
|
15..12.17
29.12.17
|
საახალწლო გაზეთის
გამოშვება
|
მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა
მასალის გამოყენებით ჯგუფური
გაზეთის გამოშვება.
|
დიდი ფორმატის თეთრი
ქაღალდი,ფერადი ფლომასტერები ,საღებავები
და სხ.
|
30.01.18
|
2 სემესტრში პირველი
შეხვედრა და შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა.
|
მოსწავლეებმა შეძლონ საკუთერი
ინტერესებზე
დაყრდნობით სხვადასხვა შესასრულებელი სამუშაოს
დაგეგმვა.
|
ჩანაწერები და 2 სემესტრის
შედგენილი სახელოვნებო წრის
სამუშაო გეგმა.
|
13.02.18
|
დისკუსია თემაზე:
„ადამიანი და სამყარო“
|
მოსწავლემ შეძლოს მსჯელობა
რა როლი ენიჭება
ადამიანს და ბუნებას
სხვადასხვა მხატვრების შემოქმედებაში
|
ნახატების რეპროდუქციები.
|
27.02.18
|
ნახატის დახატვა თემაზე: ადამიანი და სამყარო.
|
მოსწავლემ ამოირჩიოს და შეძლოს ნახატის
დახატვა თემაზე:
1ადამიანი ბატონობს ბუნებაზე
2.ადამიანი ბუნების მეგობარია
3.ბუნება ბატონობს ადამიანზე
4.ადამიანი ბუნების დამანგრეველია
|
სახატავი ფურცლები,
ფანქრები, საღებავები და სხ.
|
06.03.18
|
დისკუსია თემაზე:
რატომ აღინიშნება დედის
დღე და ქალთა
დღე გაზაფხულზე; რას დაუხატავდით
დედას?
|
მოსწავლემ იმსჯელოს და
გამოთქვას თავისი აზრი
თუ როგორ გადმოსცემს
ჩანაფიქრს ნახატში.
|
მოსწავლეები და მსწავლებელი.
|
20.03.18
|
პრაქტიკული სამუშაო:
ხატვა თემაზე გაზაფხული.
|
მოსწავლემ შეძლოს გაზაფხულის
განწყობის შექმნა ნახატში.
|
სახატავი ინსტრუმენტები.
|
03.04.18
|
თემა:გამოყენებითი ხელოვნების დარგები,რომელია ჩემთვის
უფრო საინტერესო.
|
მოსწავლე გაეცნოს გამოყენებითი ხელოვნების
სხვადასხვა
|
მინი-ლექცია--მასწავლებელი
მოსწავლეების მსჯელობა.
|
17.04.18
01.05.18
|
გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების
შექმნა:
ნაქარგი,სამკაულები.
|
მოსწავლემ გამოიყენოს არსებული
ცოდნა და უნარი
ნამუშევრის
შექმნისას.
|
ფერადი ძაფები,ნემსი,ფერადი მძივები,ბისერები.
|
15.05.18
29.05.18
05.06.18
|
დიდ ფორმატზე ნატურმორტის -„ყვავილები ქოთანში“ გაკეთება აპლიკაციის
ხერხით.ჯგუფური მუშაობა.
შესრულებული ნამუშევრების გამოფენის
გაკეთება
|
მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა
ფორმის ყვავილების გაკეთება
ნატურმორტისთვის.
მოსწავლემ შეძლოს ღონისძიების
დაგეგმვა და გაკეთება.
|
დიდი ფორმატი,ფერადი
ქაღალდები,მაკრატელი,წებო
ნამუშევრები,დარბაზი.
|
ჩატარებული მეცადინეობების ანგარიში და
რეფლექსია.
22.10.17 მოსწავლეები გაეცნენ სახელოვნებო წრის სამუშაო პროგრამას,.გამოთქვეს თავისი აზრი თუ რომელი
დავალებები არის მათთვის უფრო საინტერესო.ვესაუბრე საჭირო
რესურსების შესახებ.
დავალებები არის მათთვის უფრო საინტერესო.ვესაუბრე საჭირო
რესურსების შესახებ.
06.10.17 მოსწავლეებს ვესაუბრე ხელოვნების წარმოშობის 4 ძირითადი თეორიების შესახებ ,მათთან ერთად განვიხილე თითოეულის არსი.მათ შეასრულეს ნახატები ერთ-ერთი თეორიის მიხედვით,რომელიც აირჩიეს; გავმართეთ დისკუსია თემაზე; რა არის ხელოვნება და როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში
ბიოლოგიური თეორია
შემეცნებითი თეორია.გ.ლონდარიძე
Добавьте подпись |
შემეცნებითი თეორია.გ.დიასამიძე
შემეცნებითი თეორია.ს.მღებრიშვილი
20.10.17 მოსწავლეებს ვესაუბრე ძველი სამყაროს ხელოვნებაზე,ისინი გაეცნენენ
ძველი ეგვიპტის არქიტექტურას და კედლის
მხატვრობას,ინტერნეტის საშუალებით დავთვალიერეთ კედლის მხატვრობის ნიმუშები.ნანახის საფუძველზე მათ შექმნეს ნახატები თემაზე ძველი ეგვიპტეს
მხატვრობა.
03.11.17 ვისაუბრეთ სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ ძირითად ჟანრზე-პეიზაჯზე ;მოსწავლეებმა აღნიშნეს თუ რომელი წელიწადის დროის დახატვა უფრო უყვართ.ამ გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა ბუნებაზე დაკვირვების შედეგად მოსწავლეებს გაეკეთებინათ ჩანახატები.ამისათვის გადავიღეთ შემოდგომის პეიზაჟების ფოტოები ,რომლებსაც გამოიყენებდნენ ჩანახატის გაკეთების დროს.
17.11.17 მოსწავლეებმა გაკეთებული ჩანახატების საფუძველზე შეასრულეს ნამუშევრები თემაზე "შემოდგომის პეიზაჯი".ისინი
შეეცადნენ გაეხსენებინათ სიმღერები, რომელიც ასოცირდება
შემოდგომის სურათებთან. აგრეთვე შევეცადეთ გიტარის თანხლებით
დაგვეხვეწა სიმღერის შესრულება.
1.12.2017. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ ხვდებიან საახალწლო დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყნებში,წარმოადგინეს მოკლე პრეზენტაციები.
აგრეთვე დავგეგმეთ შემდეგ მეცადინეობაზე საახალწლო კედლის გაზეთის გაკეთება და ვისაუბრეთ იმის შესახებ თუ რა მასალას გამოვიყენებთ გაზეთის გასაკეთებლად.
15.12.17.მოსწავლეებმა ჯგუფურად გააკეთეს საახალწლო კედლის გაზეთი,რომელიც
გამოფინეს სკოლის დერეფანში მე-2 სართულზე.ეს სამუშაო იყო მათთვის საინტერესო და სახალისო.ყოველი მოსწავლე ცდილობდა შეეტანა თავისი
წვლილი კედლის გაზეთის გამოშვებაში.
30.01.18. მოსწავლეები ეცნობიან 2 სემესტრის სახელოვნებო წრის გეგმას,მასწავლებელთან ერთად შეაქვთ ცვლილებები გეგმავენ მათთვის საინტერესო სამუშაოებს. საუბრობენ თუ რომელი აქტივობები მოსწონთ.
13.02.18. მე ვესაუბრები ,ვუკითხავ მინი-ლექციას იმის შესახებ თუ რა როლი აქვს მხატვრობაში ადამიანს და ბუნებას.ამის საფუძველზე ნახატები შეიძლება დაიყოს 4 კატეგორიად:
1)ადამიანი ბატონობს ბუნებაზე
2)ადამიანი ბუნების მეგობარია
3)ბუნება ბატონობს ადამიანზე
4)ადამიანი ბუნების დამანგრეველი.
რეპროდუქციებზე დაკვირვებით მსჯელობენ რომელ კატეგორიას ეკუთვნის ნახატი.
შემდეგ იმართება მოკლე დისკუსია თმაზე:ადამიანი და სამყარო.
27.02.18. ხატვა თემაზე :"ადამიანი და სამყარო".მოსწავლეები ირჩევენ რომელიმე კატეგორიას და ასრულებენ ნახატს.
06.03.18. დისკუსია თემაზე:როგორ ფიქრობთ რატომ აღინიშნება ქალთა დღე და დედის დღე გაზაფხულზე?შემდეგ იხსენებენ რა იციან ქალთა საერთაშორისო დღის შესახებ და აკეთებენ მისალოც ბარათებს და ნახატებს.
20.03.18.პრაქტიკული სამუშაო ,ხატვა თემაზე :"გაზაფხული".მოსწავლეები ცდილობენ
ნახატში გადმოსცენ საგაზაფხულო განწყობა.
03.04.18.თემა:გამოყენებითი ხელოვნების დარგები ,რომელია ჩემთვის უფრო საინტერესო .მე ვესაუბრები გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგებზე და
შემდეგ მოსწავლეები მუშაობენ ნაქარგებზე.
17.04.18. გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშბზე მუშაობა და შექმნა.
15.05.18--29.05.18
დიდ ფორმატზე მოსწავლეებმა შეძლეს ნატურმორტის შექმნა-„ყვავილები ქოთანში“ აპლიკაციის ხერხით.მოსწავლეებმა სამუშაო შეასრულეს ჯგუფურად,გამოჭრეს სხვადასხვა ფერის ყვავილები და შესრულებული ნამუშევარი გამოფინეს სადარბაზოში.
05,06.18 მოსწავლეებმა გააკეთეს წლის განმავლობაში შესრულებული ნამუშევრების გამოფენა.
05,06.18 მოსწავლეებმა გააკეთეს წლის განმავლობაში შესრულებული ნამუშევრების გამოფენა.
წრის მუშაობისას გამოყენებული დოკუმენტაციის ფორმები:
მშობლის განცხადება, კითხვარი მშობლებისათვის,მეცადინეობაზედასწრების ფურცელი.
გოგონა და დათვი
აქ უნდა ისმოდეს მელოდია
დასაწყისში;
ავტორი:იყო და არა იყო რა ,იყო
ერთი პატარა გოგონა,რომელიც ცხოვრობდა ერთ პატარა
სოფელში უღრან ტყის მახლობლად.
გოგონას ძალიან უყვარდა ტყეში სეირნობა სოკოებისა და ყვავილების კრეფა.ერთხელ,
როდესაც გოგონა სოკოს საკრეფად წავიდა, დაინახა
რომ ტყეში სოკო ძალიან ბევრი იყო.
გოგონა- უი, რა ბევრი სოკოა! მოდი შევალ ტყეში და იქიდან გამოვყვები
სახლისაკენ და თან სოკოს შევაგროვებ .დედა, რა ლამაზია!
ავტორი:გაუყვა გოგონა
გზას და ისე შეიტყუა ლამაზმა ბუნებამ, რომ გზა აერია და დაიკარგა .ბევრი იარა თუ ცოტა
იარა წინ შემოხვდა მისკენ ღიღინით მომავალი მელია ,რომელიც იტალიურ სიმღერას ღიღინებდა.
მაშა;ბონჯორნო ,იტალია.
მელა:ბონჯორნო, დიო.
ავტორი:გოგონამ გაიგო, რომ მელია საქართველოში ჩამოვიდა იტალიიდან
,რათა დასწრებოდა კონცერტს, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ცხოველები.გოგონამ განაგრძო გზა.მან დაინახა გოჭუნა, რომელიც ესპანური სიმღერით არემარეს
აბრუებდა.
გოჭი-ბონა სერა ,სინიორიტა.
გოგონა-ბონა სერა .
ავტორო-გოგონა მიხვდა,რომ ეს ესპანელი გოჭუნაც ცხოველთა კონცერტზე
მიიჩქაროდა.ბევრი იარა თუ ცოტა იარა, შემოხვდა
მგელი. მის დანახვაზე გოგონას ძალიან შეეშინდა,მაგრამ
მგელი ისეთ ნაღვლიან სიმღერას მღეროდა, რომ შიში მაშინვე გაუქრა -- https://www.youtube.com/watch?v=xkXq1wAltxA --(ფრანგული სიმღერა)
„მგელი გოგონას მიესალმა
და ყვავილები მიართვა’
მგელი- ბონჯუ-მიესალმა მგელი და ყვავილი მიაწოდა გოგონას.
გოგონა-მერსი,მერსი
ავტორი-გოგონამ შენიშნა ხის უკან დამალული ბაჭია ,რომელიც შეშინებული აქეთ-იქით
იყურებოდა.როდესაც გოგონა დაინახა გაბედა
და მოუახლოვდა მას სიმღერით:
„ცისარტყელები, ათასფერები,ვირბინოთ,ვიცინოთ,
პატარა, ქალო, ჯერ გავითვალოთ,
იწილო-ბიწილო.“
გოგონა-უი,ძლივს ქართველი ცხოველი არ დავინახე,შენ სადღა მიდიხარ
ბაჭია?
ბაჭია- სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან მომღერალი ცხოველები,
ტარდება კონცერტი,ხოლო შემოსული თანხა გადაირიცხება გარემოსა და ცხოველთა დაცვის ფონდში.
კურდღელი
ამბობს ლექსს:
ტყის შვილები შევიკრიბეთ
ტყესაც უნდა შველა.
ბილეთები შეიძინეთ
კონცერტზეა ყველა.
გარემოს დაცვა სჭირდება
ქუდზე კაცი მოდის,
ფული გადაირიცხება
სულ გარემოს ფონდში.
გოგონა და ბაჭია ხელჩაკიდებული
მღერიან სიმღერას
გოგონა-წარმატებას გისურვებ ბაჭია.
ავტორი-გოგონამ განაგრძო
გზა, უეცრად გზაზე გამოჩნდნენ ორი პატარა გოჭუნა.
გოგონა-ეტყობა ესენიც კონცერტზე მიიჩქარიან.
ავტორი-გოგონა გამოელაპარაკა გოჭებს და გაიგო თუ რა იყო ინგლისიდან
მათი ჩამოსვლის მიზეზი.რა თქმა უნდა გოჭებიც კონცერტზე მიდიოდნენ.
გოგონამ ბევრი იარა თუ ცოტა იარა დაინახა ფიჩხებისგან
გაკეთებული სახლი(ბუნაგი)
გოგონა-ვაიმე,როგორ დავიღალე. ნეტავ ამ სახლში ვინ ცხოვრობს,მოდი
შევალ და ვნახავ.
ავტორი- შევიდა გოგონა სახლში და ნახა, რომ ოთახში
უშველებელი საწოლი იდგა,ხოლო მაგიდაზე დიდი ხის კოვზი იდო. მიხვდა გოგონა, რომ
ეს დათვის ბუნაგი იყო,მაგრამ ისე დაღლილი იყო,რომ როდესაც დაწვა საწოლზე , მაშინვე ჩაეძინა.
ამ დროს ტყიდან სახლის
პატრონი ბრუნდებოდა (ისმის ბეთჰოვენის 5 სიმფინია)
დათვი-ვინ შეჭამა ჩემი ფაფა?
ავტორი--დათვმა მიიხედ მოიხედა და დაინახა პატარა გოგონა,
რომელსაც მის საწოლთან ტკბილად ეძინა. მის ხმის გაგონებაზე გოგონას შიშით გამოეღვიძა, ყვირილი მორთო და გაქცევა დააპირა.
გოგონა-მიშველეთ,მიშველეთ!
დათვი-გოგონა, ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ, რა გქვია?
გოგონა- თუ გინდა მაშიკო დამიძახე
დათვი-გოგონა კითხვა იცი?
მაშიკო- რომელ ენაზე?
დათვი- რამდენი ენა იცი?
მაშიკო-ბევრი,ქართული,რუსული,იტალიური,ინგლისური და კიდევ
მრავალი.
დათვი-შენ რა ჭკვიანი გოგონა ყოფილხარ, იქნებ დამეხმარო სამსახურის
პოვნაში. აგერ გაზეთი, აქ ბევრი ვაკანსიაა გამოცხადებული, წამიკითხე რა, მაშიკო.
გოგონა-აქ ჩამოთვლილია შემდეგი ვაკანსიები: მზარეული, სტილისტი, მეხანძრე,
მასწავლებელი. არაფერი გამოვა. მეხანძრისთვის ძალიან მოუხერხებელი ხარ,მასწავლებელიც
შენგან არ გამოვა, წესიერად კითხვაც არ იცი...
ვაშა! ვნახე, ტარდება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ცხოველები,მონაწილეები
დაჯილდოვდებიან ფასიანი ვაუჩერით,
ხოლო შემოსული თანხა
გადაირიცხება გარემოსა და ცხოველთა დაცვის ფონდში. დაჯექი და ახლავე დაწერე, რომ მონაწილეობა
გინდა. სახელი რა გქვია?
დათვი-მიშკა
გოგონა-მიშკა არ ივარგებს, იქნებ დათუნა ჩავწეროთ,გაიწიე,
შე მოუხერხებელო, ახლავე გადავგზავნი წერილს და ნახევარ საათში პასუხი მოგივა.
ავტორი-მაშიკო და დათვი სულმოუთქმელად ელოდნენ პასუხს . აი
ნანატრი წამიც დადგა.
გოგონა-ვაშა...ჩვენ შეგვიძლია მონაწწილეობა მივიღოთ კონცერტში .
ავტორი--გახარებულებმა სიმღერა შემოსძახეს:
სიმღერა:’გამოვა ეს სიმღერა ყველაზე მაგარი“
სამსახურის პოვნა ახლა ძლიერ ძნელია,
ნამდვილად ძლიერ ძნელია,
განათლება, სტაჟი და სერთიფიცირება-
ყველაფერს ერთად ელიან.
გამოვა ეს სიმღერა
ყველაზე მაგარი,
იმიტომ, რომ მე და
შენია.
და სიხარულისგან
მაგრად ჩაგეხუტები
ამ ქვეყნის
მომავალი ჩვენია
ავტორი-გახარებული მაშიკო და დათვი
შეუდგნენ სამზადისს, რათა საღამოს მატარებლით გამგზავრებულიყვნენ დედაქალაქში.
გოგონა-ჩქარა,ჩქარა
არ დაგვაგვიანდეს! მატარებელი ნახევარ საათში გადის.
ავტორი- ამ დროს, ვიდრე მაშა და დათვი მატარებლით ჩავიდნენ
დედაქალაქში, კონცერტი უკვე დაწყებული იყო.ჩამოსულმა ცხოველებმა წარმოადგინეს
თავიანთი სიმღერები და აი წამყვანი აცხადებს
შემდეგ ნომერს:
კურდღელი- ახლა კი სცენაზე ვთხოვთ: მაშიკო და დათვი! მივესალმოთ,
მეგობრებო.
გოგონა- ჩქარა,ჩქარა.
მთავრდება სიმღერით
და ყველა ერთად მღერიან.
სიმღერა“გამოვა
ეს ზღაპარი ყველაზე მაგარი“
გოგონა-მთავარია ცხოვრებაში ერთად ვიაროთ,
დათვი-ქვეყანა შემოვიაროთ.
გოგონა-მთავარია სიყვარული და სილამაზე
დათვი-ერთმანეთს გავუზიაროთ.
გოგონა და დათვი-სუფთა წყალი და ჰაერი ყველას გვჭირდება,
ნამდვილად ყველას
გვჭირდება.
სიკეთით ჩვენ მომავალი
გაგვიბრწყინდება,
ნამდვილად გაგვიბრწყინდება.
მის:(ყველა ერთად)
გამოვა ეს ზღაპარი ყველაზე
მაგარი,
იმიტომ, რომ მე და შენია
და სიხარულისგან მაგრად
ჩაგეხუტები
ამ ქვეყნის მომავალი ჩვენია
2.დედამიწას მოფერე,ბა მართლა სჭირდება,
იცოდეთ, მართლა სჭირდება.
მწვანე საფარის გარეშე გაგვიჭირდება
ნამდვილად გაგვიჭირდება.
მისამღერი --ყველა ერთად.
გამოვა ეს ზღაპარი ყველაზე მაგარი,
იმიტომ, რომ მე და შენია
და სიხარულისგან მაგრად
ჩაგეხუტები
ამ ქვეყნის მომავალი ჩვენია.
ასე დასრულდა ჩვენი ზღაპარი.............
Комментариев нет:
Отправить комментарий