ესთეტიკის კათედრა

           

         სპორტისა  და  ესთეტიკის  კათედრაზე   2017-2018 სასწავლო  წლის  მანძილზე     ჩატარებული   შეხვედრების       ოქმები.

 

       პიროვნების აღზრდასა და ჰარმონიულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მისი 
ხელოვნებასთან ზიარება. სწორედ ეს ფუნქცია აქვს სკოლაში ესთეტიკური აღზრდის საგნებს. მათი შესწავლა       უვითარებს მოსწავლეს სამყაროს მშვენიერების აღქმის უნარს, წარმოსახვას, შემოქმედებითობას, თვითგამოხატვის, 
კრიტიკული აზროვნების უნარებს, უღვივებს აღმოჩენისა და სიახლის ძიების სურვილს, რაც აუცილებელია მოსწავლის ნებისმიერი მომავალი საქმიანობისთვის და ამზადებს მას ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის. 
ამ საგნების შესწავლისას მოსწავლე ეუფლება თვითგამოხატვის განსხვავებულ საშუალებებსა და ფორმებს. ესთეტიკური საგნების შესწავლა  აზიარებს მოსწავლეს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს და ამავდროულად ხელს უწყობს ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას.


ესთეტიკური აღზრდის სწავლების მიზნები და ამოცანები


ესთეტიკური აღზრდის სწავლების მიზნები:
Ø  ინტერესისა და სიყვარულის გაღვივება ხელოვნებისადმი;
Ø  სამყაროს ერთიანობის განცდის ჩამოყალიბება;
Ø  ეროვნული, სხვა ერისა და ზოგადსაკაცობრიო კულტურის დაფასების, განსხვავებული
აზრისა და მსოფლმხედველობის, ადამიანის შრომის მიმართ პატივისცემის გრძნობის გამომუშავება;
Ø  გარემოს ესთეტიკური აღქმის, მშვენიერების განცდისა და მხატვრული გემოვნების   განვითარება;
Ø  შემოქმედებით-ასოციაციური აზროვნებისა და ემოციური სფეროს განვითარება;
Ø  წარმოსახვის, კრიტიკული აზროვნების, თვითგამოხატვის, შემოქმედებითი და საკომუნიკაციო
უნარების განვითარება.
ესთეტიკური აღზრდის სწავლების ამოცანებია:
Ø  ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან ზიარება;
Ø  ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლა;
Ø  მოსწავლის ჩაბმა შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში;
Ø  ხელოვნების ნიმუშის/ნაწარმოების აღქმის უნარის ჩამოყალიბება;
Ø  მსჯელობისა და წარდგენის უნარის გამომუშავება;
Ø  სამუშაო გარემოს მოწესრიგებისა და მოვლის, შრომითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
Ø  შემოქმედებითი საქმიანობის ტექნიკურ საშუალებათა დაუფლება;
Ø  ხედვის, სივრცითი წარმოდგენების, დაკვირვების უნარის, მხედველობითი მეხსიერებისა და ხელის მოტორიკის განვითარება;
Ø  მუსიკის მოსმენის ჩვევის გამომუშავება;
Ø  მუსიკალური სმენისა და მეხსიერების, რიტმის გრძნობის,  პლასტიკისა  და კოორდინაციის
განვითარება;
Ø  მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ენის  შესწავლა.


სსიპ  ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის N2
საჯარო სკოლის სპორტისა და ესთეტიკის  კათედრის სხდომის
ოქმი № 1

ქ.ვალე        N 2 საჯარო სკოლა                                                                                    04.09.2017წ.

სხდომის დაწყების დრო: 11სთ

სხდომას ესწრებოდნენ:
კათედრის წევრები: 1თამარ ჩიტაშვილი
                                     2 მაია ხმალაძე                                                                                                                                       
                                     3 ია ელიოსიძე
                                     4 ინგა ლაზარაშვილი
                                     5 ლია მანველიშვილი
                                     6  ეკა ამირანაშვილი
                                    

სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი და დირექტორის მოადგილე.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა:

სხდომა გახსნა დირექტორის მოადგილემ. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და  მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში  რაიმე საკითხის დამატება.

კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:

მომხრე  6 მასწავლებელი
წინააღმდეგი- 0

დაადგინეს:  დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.

დღის წესრიგი:
1.      კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა;
2.      კათედრის  სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
3.      გრიფირებული და დამხმარე სახელმძღვანელოების შერჩევა;
4.      პედაგოგთა საათების საორიენტაციო განაწილება;
5.      შემაჯამებელი დავალებების ანალიზის ფორმების განხილვა;
6.      სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება;




საკითხი N1.კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა
მომხსენებელი: სსიპ ქ. ვალის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ფიქრია ჩხიტუნიძე

მოისმინეს:  ქალბატონმა  ფიქრია ჩხიტუნიძემ დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა კათედრის მუშაობის პრინციპები და გადაწყვეტილების მიღების წესი. ასევე შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით.

შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სკოლამ უნდა აირჩიოს კათედრის თავმჯდომარე. კათედრის სხდომების ოქმების წარმოებისათვის კი საჭიროა არჩეულ იქნეს მდივანი. ქ-ნ   ფ ჩხიტუნიძემ  დეტალურად აღწერა კათედრის თავმჯდომარის ფუნქციები, მათ შორის კათედრის შეხვედრების ორგანიზება, დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა; სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება; პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების ორგანიზება;   

ქალბატონმა ფ. ჩხიტუნიძემ  დამსწრე საზოგადოებას შეახსენა ისიც, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ სამჯერ და მოუწოდა კათედრის წევრებს წამოეყენებინათ თავიანთი კანდიდატურები.

აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს: მასწავლებელმა თამარ ჩიტაშვილი კათედრის  თავმჯდომარედ დაასახელა ია ელიოსიძე  ხოლო მდივნად მაია ხმალაძე
მან ხაზი გაუსვა დასახელებული კანდიდატების  განათლებას, გამოცდილებას, მათ კვალიფიციურობასა და დასაკავებელ თანამდებობებთან შესაბამისობას.

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
სასწავლო წლის ვადით  სპორტისა და ესთეტიკის კათედრის     თავმჯდომარედ  არჩეულ იქნეს ია ელიოსიძე   კათედრის მდივნად   მაია ხმაიაძე

მომხრე 6
წინააღმდეგი- 0

საკითხი  N2.  კათედრის  სამოქმედო გეგმის დამტკიცება
მომხსენებელი:  კათედრის თავმჯდომარე თამარ ჩიტაშვილი
მოისმინეს:  კათედრის თავმჯდომარემ  დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ კათედრა თავისი ფუნქციების განსახორციელებლად, „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უნდა შეიკრიბოს სემესტრში მინიმუმ ორჯერ.

კათედრის ეფექტურად მუშაობისათვის საჭიროა შემუშავებულ იქნეს კათედრის სამოქმედო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება კათედრის მიერ სასწავლო წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებები და მათი განხორციელების პერიოდი. მან კათედრის წევრებს გააცნო  2017-2018 სასწავლო წლის კათედრის  სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია.
აზრი გამოთქვა:  ია ელიოსიძემ  აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა კათედრაში გაერთიანებულ ყველა პედაგოგს აძლევს შესაძლებლობას და ასევე მიმართულებას ეფექტურად წარმართოს თავისი საქმიანობა.
სხდომის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ კათედრის სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი სახით

კენჭისყრის   შედეგები:
მომხრე 6
წინააღმდეგი- 0
დაადგინეს: დამტკიცდეს სპოპრტისა და ესტეტიკის კათედრის 2017-2018 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა დანართი N1-ის შესაბამისად.


საკითხი N3.გრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევა
მომხსენებელი: სსიპ ქ. ვალის N2
 საჯარო სკოლის კათედრის თავმჯდომარე  ია ელიოსიძემ

მოისმინეს: ქალბატონმა ია ელიოსიძე  დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N 36/ნ ბრძანების დანართის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ,,შერჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო კონკრეტულ სკოლაში მოქმედებს არჩევიდან 5 წლის განმავლობაში’’. სსიპ ქ,ვალის N2  საჯარო სკოლამ 2011-2012 და 2012-2013 სასწავლო წელს აირჩია გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომლითაც უნდა ასწავლონ 5 წლის განმავლობაში.  შესაბამისად 2016-2017 სასწავლო წლისთვის ვადა გაუვიდა I-VI კლასის გრიფირებულ სახელმძღვანელოებს, რომელიც უცვლელად დატოვა სკოლამ ახალი სახელმძღვანელოების არსებობის გამო.
რაც შეეხება VII-XII კლასის  სახელმძღვანელოებს, კათედრის სხდომის წევრებმა ერთხმად გადაწყვიტეს, ასევე უცვლელად დარჩეს VII-XII კლასის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ნუსხაც და 2017-2018 სასწავლო წლისათვის სწავლება განახორციელონ იგივე გრიფირებული სახელმძღვანელოებით.

ქალბატონმა/  ია ელიოსიძემ  დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული ,,ეროვნული სასწავლო გეგმის“ 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მასწავლებელს უფლება აქვს, ეროვნული სასწავლო გეგმის 25-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული სახელმძღვანელოების გარდა, სწავლებისას დამატებითი რესურსის სახით გამოიყენოს სხვა საგანმანათლებლო რესურსი და თვალსაჩინოება.   

აღნიშნულიდან გამომდინარე, კათედრის სხდომაზე მასწავლებლების მიერ მოხდა დამხმარე სახელმძღვანელოების შერჩევა.

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
2017-2018 სასწავლო წლისათვის გამოსაყენებელი გრიფირებული და დამხმარე სახელმძღვანელოების ნუსხა  განისაზღვროს დანართი N2 შესაბამისად.                                                                               

მომხრე   6
წინააღმდეგი- 0
საკითხი N4. პედაგოგთა საათების საორიენტაციო განაწილება
მომხსენებელი: სსიპ  ქ. ვალის N2 საჯარო სკოლის დირექტორი გვანცა გოგოლაძე

მოისმინეს: ქალბატონმა გვანცა გოგოლაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო პედაგოგებისათვის საათების სავარაუდო გადანაწილების გეგმა და მოუწოდა კათედრის წევრებს შენიშვნების შემთხვევაში დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი.

კათედრის წევრები გაეცნენ სავარაუდო საათობრივ ბადეს და შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

კათედრის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა პედაგოგთა საათების გადანაწილების საკითხი.

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
პედაგოგთა საათები განაწილდეს შემდეგნაირად:  
თამარ ჩიტაშვილი კვირაში 6-სთ (5-2სთ,6-2სთ,7 -2სთ კლასი)
მაია ხმაიაძე  კვირაში 10 სთ.(1-2სთ,2-2სთ,3-2სთ,4-1სთ,8-1სთ,9-2სთ)
ია ელიოსიძე კვირაში 17სთ.(1-2სთ,2-2სთ,3-2სთ,4-2სთ,5-2სთ,6-2სთ,7-2სთ,8-3სთ,9-3სთ)
ინგა ლაზარაშვილი კვირაში 15,5 საათი(5-2სთ,6-2სთ,7-2სთ,8-2სთ,9-2სთ,10-2სთ,11-1,5 12-2სთ)
ლია მანველიშვილი კვირაში 1-სთ(4-1სთ)
ეკა ამირანაშვილი კვირაში 8 სთ(1-2სთ,2-2სთ,3-2სთ,4-2სთ.)

მომხრე 6  მასწავლებელი
წინააღმდეგი- 0


საკითხი  N5.  შემაჯამებელი დავალებების ანალიზის ფორმების განხილვა
მომხსენებელი: ია ელიოსიძე

მოისმინეს:  ქალბატონმა ია ელიოსიძე დამსწრე საზოგადოებას  შეახსენა,  რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ შესაბამისად, თითოეული მასწავლებლის მოვალეობაა გააკეთოს შემაჯამებელი დავალებების ანალიზი. კერძოდ, კლასების მიხედვით ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვება და შენახვა. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა ეს დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები. კათედრის ფუნქციაა, კოორდინირება გაუწიოს მასწავლებელების მიერ შემაჯამებელი დავალებების ჩატარებას და მოახდინოს შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ანალიზი.
მუსიკის კათედრის თავმჯდომარემ მასწავლებლებს შესთავაზა  სკოლის  დირექციასთან  ერთობლივად  შემუშავებული  შემაჯამებელი დავალების ანალიზების ფორმების გადახედვა, (იხ.  შემაჯამებელი  დავალების  ანალიზის   სქემები),  რომლის  მიხედვითაც  უნდა   იხელმძღვანელონ  მასწავლებლებმა მიმდინარე სასწავლო წელს.

აზრი გამოთქვა: ია ელიოსიძემ აღნიშნა,  რომ  შემაჯამებელი  დავალებების ანალიზი გვიჩვენებს  მოსწავლეების  მიერ   მიმდინარე  თემების   ათვისების  ხარისხს, რაც საშუალებას აძლევს მასწავლებელს ინდივიდუალურად იმუშავოს მოსწავლეებთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის              
                        
      
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე:   6
წინააღმდეგი: 0
   
დაადგინეს: კათედრის   წევრებმა  იხელმძღვანელონ   წარმოდგენილი  შემაჯამებელი  დავალების ანალიზების   ფორმებით ( იხ.  შემაჯამებელი დავალების ნიმუში (დანართი N3))



საკითხი N6.   სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება
მომხსენებელი: სსიპ ქ. ვალის N 2  საჯარო სკოლის მუსიკის  კათედრის თავმჯდომარე

მოისმინეს:   ქალბატონმა ია ელიოსიძემ  დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა სკოლის მიზნები, კათედრის როლი სკოლის განვითარებაში, კათედრის წევრთა ფუნქციები.
სასწავლო პროცესის დასაწყებად სკოლის დირექციის მიერ ყველა პირობაა შექმნილი. შესაბამისად, სასწავლო პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის საჭიროა მასწავლებელთა მხრიდან სამუშაო პროცესის აქტიურად წარმართვა და პროექტების შემუშავება, რომელშიც ჩაერთვებიან სკოლის მოსწავლეები.

მან ასევე ისაუბრა კოორდინირებული მუშაობის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ წარმატებული მუშაობისათვის აუცილებელია საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება. კათედრა მიმდინარე სასწავლო წელს გეგმავს სხვადასხვა თემებზე ღია და ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებას, რაშიც სასურველია თითოეული მასწავლებელი ჩაერთოს და  სასწავლო წლის განმავლობაში რამდენიმე აქტივობა განახორციელოს.

კათედრის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს დაავალა ერთობლივად შეიმუშაონ 2017-2018 სასწავლო წლის განმავლობაში განსახორცელებელი აქტივობების/ღონისძიებების გეგმები.

აზრი გამოთქვა: ია ელიოსიძემ აღნიშნა, რომ  ღია გაკვეთილის ჩატარებისას მოსწავლეები ეჩვევიან დამსწრე საზოგადოების წინაშე თავის წარმოჩენას, ეს ხელს უწყობს პრეზენტაციის უნარის გამომუშავებას. ღია გაკვეთილის დროს მოსწავლე კონკრეტულ თემაზე ახდენს  კონცენტრირებას  და მეტად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში. ამასთანავე კლასი აქტიური ხდება  ჯგუფური მუშაობის თვალსაზრისითაც.
თავმჯდომარემ  კათედრის წევრებს მიმართა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

ცნობად იქნეს მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.

მომხრე 6
წინააღმდეგი- 0



დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.


სხდომის დასრულების დრო: 13 სთ

კათედრის თავმჯდომარე: ია ელიოსიძე

მდივანი: მაია ხმალაძე
              
             
                            

        სპორტისა   და   ესთეტიკის    კათედრაზე    2017—2018  სასწავლო   წლის
                   1  სემესტრში          ჩასატარებელი       ღონისძიებების    გეგმა.
              სპორტის   მასწავლებელი---ინგა   ლაზარაშვილი  -
              
  
1.                  მოძრავი თამაშები 7-10 კლასის   შორის                     
       ოქტომბერი
    .  2. შიდა სასკოლო შეჯიბრი       კალათბურთში                    
        11-12 კლასებს შორის.

         ნოენმბერი
        3 . შიდა სასკოლო შეჯიბრი ფრემბურთში                        
       10, 11, 12 კლასებს შორის.

       დეკემბერი

სახვითი  და   გამოყენებითი  ხელოვნების   მასწავლებელი  ია  ელიოსიძე
1     .ესთეტიკის   კათედრაზე სახელოვნებო           
         წრის  „ნორჩი ხელოვანი“ ჩამოყალიბება

სექტემბერი

2    .ესთეტიკის  კათედრაზე  მასწავლებელთა  შეხვედრების   დაგეგმვა  და  პრობლემური   საკითხების  განხილვა


          ოქტომბერი
3    .დაწყებით  კლასებისთვის  რესურსის შექმნა


        ოქტომბერი

4   .მე -9 კლასის  მოსწავლისთვის (შ.ათენაშვილი) ისგ-ს  შედგენა

         ოქტომბერი
5    .პირადი  ბლოგის   შექმნა                                                         
       ოქტომბერი
6     .საბაზო   საფეხურისთვის  რესურსის    შექმნა  ძველი  სამყაროს   ხელოვნება(ძველი  ეგვიპტე)

        ნოემბერი



7    .საახალწლო   გაზეთების   გაკეთება         დაწყებით  და  საბაზო   საფეხურზე

        დეკემბერი



8.    სახვით  ხელოვნებაში   ტრენინგის
       გავლა

      1 სემესტრი

მუსიკის   მასწავლებელი  --თამარ  ჩიტაშვილი
1    .სასწავლო   წლის  დაწყებისადმი                    მიძრვნილი  ღონისძიების  ორგანიზება

       სექტემბერი
2    .მუსიკის  წრის  ორგანიზება“ახალგაზრდა  მუსიკოსი“
      სექტემბერი

3   .შიდა  გაკვეთილის   ჩატარება  შეფასების       ჯგუფისთვის
         1 სემესტრი
4.    სამოდელო  გაკვეთილის   ჩატარება
5—7  კლასებში
          1  სემესტრი

5.  საახალწლო   ღონისძიების   ჩატარება
5---7  კლასებში
           დეკემბერი
6      .საგნობრივ  ტრენინგის  გავლა                       "'/.,,,,,ლ2წს
1  სემესტრი

მუსიკის     მასწავლებელი   მაია   ხმალაძე
1.     სწავლის  დღისადმი  მიძღვნილი        ღონისძიების  ორგანიზება  დაჩატარება

სექტემბერი
2     .ესთეტიკის  კათედრაზე  კოლეგებთან
შ     შეხვედრა  და   პრობლემური   საკითხების   განხილვა
ოქტომბერი
3.    დაწყებით  კლასებში  საშემოდგომო            
ზ      ზეიმის  ჩატარება
ნოემბერი
4.     საახალწლო   ღონისძიების  ორგანიზება  და   ჩატარება
        დეკემბერი


სსიპ --ახალციხის  მუნიციპალიტეტის   ქ.ვალის---#  2-- საჯარო სკოლის სპორტისა  და ესთეტიკის  კათედრის სხდომის
ოქმი 2

ქ. --ვალე--------                                                                                          10.11.2017წ.

სხდომის დაწყების დრო: _15.00_:სთ

სხდომას ესწრებოდნენ:
კათედრის წევრები. კათედრის  თავმჯდომარე--ი.  ელიოსიძე
                                      კათედრის   წევრები:  ი. ლაზარაშვილი
                                                                              მ. ხმალაძე
                                                                              თ.ჩიტაშვილი
                                                                              ლ. მანველიშვილი

სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი და დირექტორის მოადგილე.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა: 0

სხდომა გახსნა დირექტორის მოადგილემ. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და  მიმართა, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში  რაიმე საკითხის დამატება.

კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:

მომხრე ----- 5
წინააღმდეგი- 0

დაადგინეს:  დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.

დღის წესრიგი
1.      პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში გაკვეთილების ჩატარების დაგეგმვა;
2.      კათედრის წევრთა შორის ურთიერთდასწრების დაგეგმვა;



საკითხი  N1  პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში გაკვეთილების ჩატარების დაგეგმვა;
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე __ი.ელიოსიძე

მოისმინეს:  კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას განუმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ N68 დადგენილების მე-5 თავის შესაბამისად, მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აკვირდება პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს და გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით აფასებს მას.  შეფასების ჯგუფი მასწავლებელთან ერთად განიხილავს გაკვეთილზე დაკვირვების შედეგებს და გონივრულ ვადაში აძლევს მას განმავითარებელ შეფასებას და ანიჭებს კრედიტქულებს. -ია- ელიოსიძემ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად პრაქტიკოს მასწავლებელს შეუძლია ჩაატაროს 2 გაკვეთილი და თითოეული გაკვეთილის დადებითად შეფასებისთვის  მას მიენიჭება 2 კრედიტქულა. უფროსმა მასწავლებელმა კი სტატუსის შესანარჩუნებლად უნდა ჩაატაროს 2 გაკვეთილი და დააგროვოს 4 კრედიტქულა.

ი.ელიოსიძემ აგრეთვე განმარტა, რომ მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აკვირდება უფროსი/წამყვანი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილს, შესაბამისი რუბრიკის გამოყენებით აფასებს მას და ანიჭებს კრედიტქულებს. მან დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია სხვა აქტივობებთან ერთად, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ჩაატაროს 2 სამოდელო გაკვეთილი (თითოეული 1 კრედიტქულა), რომელსაც აფასებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, ხოლო მენტორის სტატუსის მისანიჭებლად, წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია სხვა აქტივობებთან ერთად  ჩაატაროს არანაკლებ 4 სამოდელო გაკვეთილი (თითოეული 1 კრედიტქულა)

მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ სსიპ -ახალციხის  მუნიციპალიტეტის-ქ. ვალის  2 საჯარო სკოლის მასწავლებლის შეფასების ჯგუფის დებულებით განსაზღვრულია გაკვეთილის შესაფასებლად მასწავლებლის მიერ შეფასების ჯგუფისთვის მიმართვის პროცედურა, რომლის მიხედვითაც, მასწავლებელი წერილობით მიმართავს შეფასების ჯგუფს გაკვეთილზე დაკვირვების მოთხოვნით. მასწავლებელი უფლებამოსილია წარადგინოს  გაკვეთილის გეგმა და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს რეკომენდაციები საგაკვეთილო გეგმაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

-ი.  ელიოსიძემ კათედრის წევრებს შეახსენა, რომ მასწავლებელთა პროფესიული ზრდა უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც მთლიანად სკოლის განვითარებისათვის, ისე თითოეული გაკვეთილის პროდუქტიულობის ასამაღლებლად და მოსწავლეთა მიღწევების გასაზრდელად.

აზრი გამოთქვა:  ი.  ლაზარაშვილმააღნიშნა, რომ  მასწავლებლის პროფესიული განვითარება ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის ამაღლებას და ზოგადი განათლების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას. იგი ემსახურება თითოეული მასწავლებლისათვის მოტივაციის ამაღლებასა და უწყვეტი პროფესიული განვითარების დანერგვას. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ერთ-ერთი საშუალება.

სხდომის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის.
კენჭისყრის   შედეგები:
მომხრე ---5--
წინააღმდეგი- 0

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში გაკვეთილების ჩატარებასთან დაკავშირებით.

საკითხი N2. კათედრის წევრთა შორის ურთიერთდასწრების დაგეგმვა;

მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე - ი. ელიოსიძე

მოისმინეს: თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას განუმარტა, რომ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული ,,ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-7 მუხლის მეორე პუნქტის ,,გ“ და „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კათედრის ფუნქციაა: ,,კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება“, ,,ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის“. მან კათედრის წევრებს შეახსენა  წინა წლებში  კათედრის წევრთა ურთიერთდასწრების შედეგად მიღებული შეფასებები და გატარებული ღონისძიებები, რამაც კარგი შედეგი გამოიღო. მისი  მოსაზრებით რაც უფრო ხშირი იქნება გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება, უფრო მეტი პრობლემა იქნება აღმოფხვრილი.  ურთიერთდასწრება პედაგოგებს საშუალებას აძლევს გამოავლინონ აქტუალური პრობლემები, შეიმუშაონ გადაჭრის გზები და მიიღონ მეტი გამოცდილება. ყოველივე ეს ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებას.

აზრი გამოთქვა: თ.ჩიტაშვილმა აღნიშნა, რომ მასწავლებელთა ხშირი ურთიერთდასწრების დაგეგმვა და განხორციელება პედაგოგებს დაეხმარება აღმოფხვრან ის პრობლემები, რომელიც აქტიურად ხვდებათ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. მასწავლებლები შეძლებენ  გაიუმჯობესონ საკუთარი პრაქტიკა და ასევე ეს დაეხმარება მათ უკეთესი შედეგის მიღწევაში.

სხდომის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის.
კენჭისყრის   შედეგები:
მომხრე -5
წინააღმდეგი- 0

დაადგინეს: ცნობად იქნას მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, კათედრის წევრთა შორის ურთიერთდასწრების დაგეგმვასთან დაკავშირებით.


დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.



სხდომის დასრულების დრო: _16.00_:__ სთ

კათედრის თავმჯდომარე: -ი.  ელიოსიძე


მდივანი: მ.ხმალაძე
                
                      



     
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის  ქ.ვალის #2 საჯარო სკოლის სპორტისა და ესთეტიკის კათედრის სხდომის
ოქმი

ქ. ვალე                                                                                               20.10.2017წ.

სხდომის დაწყების დრო:14:30

სხდომას ესწრებოდნენ:
კათედრის წევრები:     
  1. .      ი.ლაზარაშვილი
  2. .     ი.ელიოსიძე
  3. .     მ.ხმალაძე
  4. .     თ.ჩიტაშვილი




სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა: 1

სხდომა გახსნა შეფასების ჯგუფის წევრმა ,სპორტისა და ესთეტიკის კათედრის შეფასების ჯგუფის წევრმა ინგა ლაზარაშვილმა.  მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი.

კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:

მომხრე 4 მასწავლებელი
წინააღმდეგი- 0

დაადგინეს:  დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.

დღის წესრიგი
1.      პრობლემის გამოკვეთა და მისი გადაჭრის გზების დასახვა
2.      .კათედრაზე გაკვეთილზე  ურთიერთ დასწრების ჯგუფის შექმნა

3.      გაკვეთილის დაგეგმვა .კოლეგებისთვის გეგმის გაზიარებადა გაკვეთილის ჩატარება.
4.      გაკვეთილის ურთიერთ შეფასება.

საკითხი N1 პრობლემის გამოკვეთა და მისი გადაჭრის გზების დასახვა.
 მე ინგა ლაზარაშვილმა წამოვაყენე კათედრის სხდომაზე პირველი საკითხი სპორტში მაღალ კლასებში არსებულ პრობლემაზე მოთელვით ვარჯიშებთან დაკავშირებით. რადგან  საშუალი საფეხურის მოსწავლეები  სერიოზულად არ უყურებენ  ამ საკითხს და ვერ გაუაზრებით მოთელვითი ვარჯიშების არსი, მიუხედავად ჩემი საუბრებისა, გაკვეთილის დაწყებისას ყოველთვის  ავღნიშნავ თითოეული ვარჯიშის მნიშნვნელობას თუ რა გავლენას ახდენს თითოეული ვარჯიში სხეულის სწორი ტანადობი ჩამოყალიბებაზე და ჯანსაღი ცხოვრების წესზე.
აქედან გამომდინარე ვგეგმავ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით გაკვეთილს კუნთების აგებულებაზე.სლაიდ შოუს საშუალებით ვაჩვენო კუნთები და მათი დანიშნულება, სწორი ვარჯიშები და მათი დადებითი მხარე, თუ რა გავლენა აქვს ადამიანის ცხოვრებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას
 გთხოვთ ერთად შევიმუშაოთ პრობლემის გადაჭრის გზები და კათედრაზე შევქმნათ ურთიერთდასწრების ჯგუფი.
1.პირველ  საკითხთან  დაკავშირებით--სპორტის  გაკვეთილზე  მოთელვის  ვარჯიშების  შესახებ  აზრი  გამოთქვეს  კათედრის   წევრებმა:
მუსიკის  მასწავლებელმა  თამარ  ჩიტაშვილმა  წამოაყენა  წინადადება,რომ  მოსწავლეებს  გაკვეთილზე  ვაჩვენოთ ისტი-ს  საშუალებით ევროპულ  ქვენების   სპორტის  სამოდელო  გაკვეთილი,რაც  აამაღლებს  მოსწავლეებში  მოტივაციას;
ხელოვნების  პედაგოგმა  ია  ელიოსიძემ  ურჩია  რეგულარულად   ვარჯიშის  გაკეთების  შემდეგ  მოსწავლეებმა  მოახდინონ  მონიტორინგი
საკუთარ  სხეულის  ჩმოყლიბებასთან  დაკავშირებით:   მუსიკის  პედაგოგმა  მაია ხმალაძემ წამოაყენა  წინადადება  ვარჯიშბი  მოსწავლეებმა  გააკეთონ   მუსიკის  თანხლებით,რაც  სახალისო   იქნება  მოსწავლეებისთვის.

2. ქალბატონმა ია ელიოსიძემ მეორე  საკითხთან  დაკავშირებით დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა,რომ ურთიერთ დასწრების პრინციპი და  კოლეგებთან  თანამშრომლობა ხელს  შეუწყობს პრობლემური  საკითხების  მოგვარებას  და  ურთიერთ შეფასებას.

აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს:    ინგა ლაზარაშვილმა აღნიშნა რომ ურთიერთდასწრება ხელს უწყობს გამოცდილი ცოდნის გაზიარებაში .
კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
კათედრამ დაადგინა შეიქმნას ჯგუფი რომლებიც დაესწრებინ გაკვეთილებს რაიმე პრობლემის შემთხვევაში გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილ ცოდნასა და პრობლემის გადაჭრის გზებს ერთად ნახავენ.

მომხრე  4
წინააღმდეგი- 0

საკითხი  N2.  კათედრაზე გაკვეთილზე ურთიერთდასწრების ჯგუფის შექმნა.
მომხსენებელი:  სპორტისა დაესთეტიკის კათედრის შეფასების ჯგუფის წევრი  ინგა ლაზარაშვილი.
მოისმინეს:  კათედრის წარმომადგენელმა ინგა ლაზარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ კათედრა თავისი ფუნქციების განსახორციელებლად, ეროვნული სასწავლო გეგმის  ფარგლებში უნდა ანხორციელებდეს გაკვეთილზე ურთიერთ დასწრების პრინციპებსრაც 
ხელს  შეუწყობს  გაკვეთილების  ხარისხის  ამაღლებას.

სხდომის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ საკითხთან   დაკავშირებით.

კენჭისყრის   შედეგები:
მომხრე 4
წინააღმდეგი- 0
დაადგინეს: დამტკიცდეს გაკვეთილის დაგეგმვა .კოლეგებისთვის გეგმის გაზიარებადა გაკვეთილის ჩატარება.
  


1.      საკითხი N3.გაკვეთილის დაგეგმვა .კოლეგებისთვის გეგმის გაზიარებადა გაკვეთილის ჩატარება.

მომხსენებელი: სსიპ ქ.ვალის #2საჯარო სკოლის კათედრის შეფასების ჯგუფის წევრი ინგა ლაზარაშვილი.კათედრის წევრებს წარვუდგინე გაკვეთილის გეგმა .იხილეთ დანართში თავისი შეფასების კრიტერიუმებით.და მომდევნო კვირაში 3.11.2017წ.დავგეგმეთ ჩემი გაკვეთილის ჩატარება და კათედრის წევრების დასწრება . რის შმდეგაც  განვიხილავთ გაკვეთილს თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით.

მოისმინეს: ქალბატონ ია ელიოსიძემ , მაია ხმალაძემ, თამრიკო ჩიტაშვილმა


კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:20017წლის  2 ნოემბერს  ჩატარდეს სპორტში საშუალო საფეხურის მეათე კლასში ღია გაკვეთილი კუნთების აგებულებისა და გარკვეული ვარჯიშების შესრულების  შესახებ.ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით.

მომხრე   4
წინააღმდეგი- 0
საკითხი N4. გაკვეთილის ურთიერთ შეფასება


მოისმინეს: ინგა ლაზარაშვილმა, ია ელიოსიძე,მაია ხმალაძე ,თამრიკო ჩიტაშვილი.

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
მომხრე 4
წინააღმდეგი- 0  
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება:
დასწრების ფურცელი
შეხვედრის თარიღი:     20.10.2017                                                              შეხვედრის დრო: 14:30
შეხვედრის მიზანი:
1.      პრობლემის გამოკვეთა და მისი გადაჭრის გზების დასახვა..
2.      კათედრაზე გაკვეთილზე  ურთიერთ დასწრების ჯგუფის შექმნა.                       
3.      გაკვეთილის დაგეგმვა .კოლეგებისთვის გეგმის გაზიარებადა გაკვეთილის ჩატარება.
4.      გაკვეთილის ურთიერთ შეფასება.

 შეხვედრის ორგანიზატორის სახელი და გვარი: ინგა ლაზარაშვილი
მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა: 4
#
მასწავლებლის სახელი და გვარი  
მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია
1.
ია ელიოსიძე                                                                 
            591411863
.iaeliosidze@gmail.com
2.
თამარ ჩიტაშვილი
          591411839
   chitashvili1987@gmail.com
3.
მაია ხმალაძე
557753047
maiakhmaladze1@gmail.com
4.
  ინგა ლაზარაშვილი                                                                               
591411850
lazarashvili78@gmail.com                                   
დანართი 2.










კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება:
დასწრების ფუცელი
შეხვედრის თარიღი:     3.11.2017                                                                შეხვედრის დრო: 11:30
შეხვედრის მიზანი: მონაწილე მასწავლელები  გაკვეთილზე დასწრება და ერთად შემუშავებულ გეგმაზე დაკვირვება,თუ როგორ გაამართლე იგი.
შეხვედრის ორგანიზატორის სახელი და გვარი: ინგა ლაზარაშვილი.
მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა: 4



#
მასწავლებლის სახელი და გვარი  
მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია
1.
ია ელიოსიძე
                591411863
iaeliosidze@gmail.com
2.
თამარ ჩიტაშვილი
            591411839
Chitashvili1987@gmail.com
3.
მაია ხმალაძე
557753047
Maiakhmaladze1@gmail.com
4.
ინგა ლაზარაშვილი
           591411850
Lazarashvili78@gmail.com














კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება:
დასწრების ფუცელი

შეხვედრის თარიღი:     10.11..2017                                                                შეხვედრის დრო: 14:30
შეხვედრის მიზანი:ჩატარებული გაკვეთილის განხილვა მონაწილე მასწავლებლების მიერ    შემდეგ თემაზე :კუნთები ,მათი აგებულება და ვარჯიშები მის გასაკაჟებლად.  
შეხვედრის ორგანიზატორის სახელი და გვარი: ინგა ლაზარაშვილი.
მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა: 4

#
მასწავლებლის სახელი და გვარი  
მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია
1.
ია ელიოსიძე                                                                 
  591411863
iaeliosidze@gmail.com
2.
თამარ ჩიტაშვილი
591411839
Chitashvili1987@gmail.com
3.
მაია ხმალაძე
557753047
Maiakhmaladze1@gmail.com
4.
ინგა ლაზარაშვილი                                                                                         
          591411850
Lazarashvili78@gmail.com


    კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება:
სამუშაო შეხვედრების გეგმა
კოლეგებთან შეხვედრების ორგანიზატორის (ქოუჩის) სახელი და გვარი: ინგა ლაზარაშვილი.
#
შეხვედრის თარიღი
შეხვედრის მიზანი
შეხვედრის ძირითადი საკითხები

1.

20. 10..2017
1.      პრობლემის გამოკვეთა და მისი გადაჭრის გზების დასახვა
2.      .კათედრაზე გაკვეთილზე  ურთიერთ დასწრების ჯგუფის შექმნა

3.      გაკვეთილის დაგეგმვა .კოლეგებისთვის გეგმის გაზიარებადა გაკვეთილის ჩატარება.
4.      გაკვეთილის ურთიერთ შეფასება.

კუნთები
1.       პრობლემა :მაღალ კლასებში მოთელვითი ვარჯიშების შესრულება.
მისი გადაჭრის გზები: ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით სლაიდის საშუალებით ვაჩვენო კუნთები და მათი დანიშნულება,სწორი ვარჯიშები და მათი დადებითი მხარე. თუ რა გავლენა აქვს ადამიანის ცხოვრებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას.
2. კათედრის ეფექტურად მუშაობისათვის საჭიროა შემუშავებულ იქნეს კათედრის სამოქმედო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება კათედრის მიერ სასწავლო წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებებისა  და გაკვეთილებზე  დასწრების პერიოდი. კათედრის წევრებს გააცნო შემდეგი გაკვეთილის    სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია.
3. .გაკვეთილის გეგმა იხილეთ დანართში თავისი შეფასების კრიტერიუმებით. 3.11.2017წ.დაიგეგმა სპორტში  მე 10 კლასში გაკვეთილის ჩატარება და კათედრის წევრების დასწრება. პედაგოგი ინგა ლაზარაშვილი. რასაც შემდეგში  განვიხილავთ გაკვეთილს თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით.


2.

3. 11..2017
მონაწილეები გაეცნობიან ქმედებაზე ორიენტირებული მეთოდების (კოგნიტურ სქემებზე) ზოგად რეკომენდაციებს დიდ ქაღალდებზე  შესრულებასთან დაკავშირებით. ისინი ფიზიკურ აქტივაბასთან ერთად ახსნიან გარკვეული ვარჯიშის დროს რომელი კუნთი მუშაობს და თუ რა დანიშნულება აქვს ორგანიზმისთვის ჯანსაღ ცხოვრებაში სწორ ვარჯიშებით დატვირთვას.
მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას კუნთებისა და მათი ფუნქციების შესახებ სლაიდის (ვიდეო მასალის)საშუალებით

                      კუნთები
 1. წინარე ცოდნაზე დაყრდნობით კოგნიტური სქემის შევსება. 
2.მინი ლექცია გარკავეული ვარჯიშების შესრულებისას  რომელი კუნთია დატვირთული.
3.სლაიდის ჩვენება სახლის პირობებში შესასრულებელ  ვარჯიშებზე ჯანსაღი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
4. გონებრივი იერიში.
5. ჯგუფური მუშაობა კოგნიტურ სქემებზე.
6.პატარა ფერად სრიკერებზე მოსწავლეების თვითსეფასების კითხვარის შევსება.
7. მასწავლებლის მიერ სიტყვიერი განმავითარებელი შეფასება.
8. დავალებად მიეცათ მოიძიონ ინფორმაცია თუ რა მოსდის კუნთებს ზედმეტი დატვირთვის დროს.

3.

10. 11..2017
ჩატარებული გაკვეთილის განხილვა , შეფასება ,სუსტი და ძლიერი მხარის გამოვლენა ,მონაწილე მასწავლებელთა უკუკავშირი.

1.    გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდის განხილვა .
2.    შეფასება.
3.     მასწავლებლების უკუკავშირი.

დანართი 4.











გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:ინგა ლაზარაშვილი. 47001009052
საგანი:ფიზიკური აღზრდა.
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო საფეხური. მე- 10კლ.
მოსწავლეთა რაოდენობა: 11 მოსწავლე.
გაკვეთილის თემა: კუნთები მათი აგებულება და ვარჯიშები მის გასაკაჟებლად.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლომ გაიღრმავოს ცოდნა კუნთებისა და მათი ფუნქციების შესახებ. მოსწავლემ შეძლოს ვარჯიშბის შესრულება კუნთების გარკვეული ჯგუფისათვის.
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

 გაკვეთილის დაწყებისას ხაზზე მოწყობა სიმაღლის მიხედვით და გამოკითხვის საშუალებით ჟურნალში ავღრიცხავ კლასში ვინც გვაკლია. ვწერ „არ“ ას.




კითხვა- პასუხი.
მთლიანი კლასი.

ჟურნალი კალამი.

4 წთ.
2



მოთელვითი ვარჯიშები,და სიტყვიერად ვხსნი და ვახსნევინებ მოსწავლეებს  თითოეული ვარჯიშის დატვირთვას და მნიშვნელობას.
ვერბალური ახსნა.
კითხვა-პასუხი.

მთლიანი კლასი. ინდივიდუალუ
რი.

6 წწთ.
3



მოსწავლეები  ავსებინებ ვ. გ.  მ. ვ. სქემას. ჯერ ავსებენ  თუ რა იციან კუნთებზე.
კოგნიტური სქემა.
ვ. გ. მ. ვ.
ცოდნის კატეგორიზაცია.

მთლიანი კლასი.
ფლირჩარტი. მარკერი.
3წთ.
4



მინი ლექციის სახით ვაცნობ იმ დღის შესასწავლ საკითხებს კუნთოვან სისტემაზე.კუნთების წყალობით გვემატება მოქნილობა და ამტანობა. კუნთების აგებულება და ფორმა დამოკიდებულია იმ სამუშაოზე რომელსაც ისინი ასრულებენ.ჩვენ დიდი ღონიერი კუნთების მეშვეობით დავდივართ, გადავაადგილებთ მძიმე საგნებს, ხოლო უფრო  პატარა მოქნილი კუნთების დახმარებით ვასრულებთ ფაქიზ მუშაობას .ვწერთ, ვთამაშობთ ბურთით, ვუკრავთ მუსიკალურ საკრავებზე. დიდი და პატარა კუნთების ურთიერთდამოკიდებულება ადამიანს საშუალებას აძლევს შეარულოს სრულიად სხვადასხვაგვარი მოქმედებები.

მინი ლექცია. ვერბალური ახსნა.

მთლიანი კლას.


1 წთ
5



ვარჯიშები:კისრის კუნთებისათვის:-1. თავის ბრუნი, მარჯვნივ , მარცხნივ, წინ უკან.ვარჯიშებს თან ვასრულებთ და ვეკითხები მოსწავლეებს  რომელი კუნთი მოძრაობს და რა როლს ასრულებენ?
2. მუცლის კუნთებისათვის- გადავიხაროთ წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხნივ, და ვაბრუნოთ ტანი წრიულად.ვეკითხები -რას უწყობს ხელს ეს მოძრაობა? (ზრდის ხერხემლის მოქნილობას.)
3. ზურგის კუნთებისათვის- ხელები წელზე შემოვიწყოთ დოინჯი, იდაყვები ერთმანეთს მივუახლოვოთ, მარჯვენა ფეხი გავწიოთ უკან, გადავიხარით უკან. ამ დროს მუშაობს ზურგის ყველა კუნთი.ვეკითხები მოსწავლეებს რომელი კუნთები მუშაობენ? ( ტრაპეციული, უგანიერესი, რომბისებური.)
4. ვარჯიში ბუქნებით.
კითხვა: რომელი კუნთები მოძრაობენ.(ქვედა კიდურების მომხრელი და გამშლელი კუნთები.)
5.ვარჯიში ხელის გაშლა მოკეცვა. კითხვა: რომელი კუნთები  იშლება? ( ორთავა  იკუმშება, სამთავა იშლება  ბიცებსი და ტრიცებსის მდგომარეობა.)

სწავლა კეთებით.

მთლიანი კლასი. ინდივიდუალური საჭიროებისამებრ.


3წთ
6
3 ვიდეოს ჩვენება სახლის პირობებში შესრულებულ ვარჯიშებზე.ბიცებსისა და ტრიცებსის კუნთების გასავითარებლად, ჯანსაღი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

დაკვირვება.

მთლიანი კლასი.
პროექტორი. კომპიუტერი. ფლეშკა.

6წთ
7
სურათის ჩვენება- 5ტანადობის სახეებზე:1.გამართული.
2. გაზნექილი, ლორდოზული.
3.მოკუზული კიფოზური.
4გამოზნექილი.
5.მოხრილი.
ტანადობის სწორედ ჩამოყალიბებისათვის საჭიროა ვარჯიშები რასაც შეასრულებენ მოსწალეები :კედელზე ზურგით მიეყუდო, აიწიო ფეხის წვერებზე და დაჭიმონ მთელი სხეული ხელის თითებამდე.
და მინი ლექციის სახითვე საუბრები  რომ ტანადობის დარღვევის შემთხვევაში მშობლებს შვილები მიჰყავთ ცურვაზე. ცურვა კარგია, მაგრამ იგი ავითარებს მოქნილობას და ჯობია ცურვაზე მიყვანამდე ჯერ გავუმაგროთ კუნთები და მერე განვავითაროთ მოქნილობა. მშობლებმა ყურადღება  უნდა მიაქციონ :1. ბავშვის ჯდომას (სწორედ არ ზის)
2. ფეხებს სწორედ არ დგავს.
3. მხრებში იხრება.
4. იოლად იღლება და ხშირად უჩნდება წამოწოლის სურვილი.
ამ ნიშნების გამოვლენისას მოზარდი აუცილებლად უნდა ნახოს სპეციალისტმა.


დაკვირვება.
კეთებით სწავლება.

მთლიანი კლასი

პროექტორი. კომპიუტერი. ფლეშკა.

7წთ
8
კითხვა პასუხი:
1.      რა როლს ასრულებენ კუნთები მუშაობის, მოძრაობის დროს.
2.      რომელი კუნთის მუშაობა ზრდის ხერხემლის მოქნილობას.
3.      3. რომელ კუნთებს ეძახიან ღონიერ მსხვილ კუნთებს და მათი როლი.
4.      რომელ კუნთებს ეძახიან ფაქიზ წვრილ კუნთებს და მათი როლი.

გონებრივი იერიში.

მთლიანი კლასი . ინდივიდუალური.

1 წთ
9
მოსწავლეები ავსებენ კოგნიტურ  კატეგორიზაციის სქემას ვ. გ. მ. ვ. თუ“ რა გავიგე“ კუნთების სწორედ დატვირთვაზე.


კოგნიტური ცოდნის კატეგორიზაციის სქემა.

მთლიანი კლასი.

ფლირჩარტი. მარკერი.

1წთ
10
მოსწავლეები გავყე ორ ჯგუფად და ვამუშავე კოგნიტურ სქემაზე. ერთი ჯგუფი ავსებს- კუნთები რომელიც მუშაობს ფიზიკური ვარჯიშის დროს.
(გული,ორთავა, სამთავა,მუცლის, მაჯის მომხრელი,ნეკნთაშუა კუნთი, მკერდის კუნთი.)
მეორე ჯგუფი ავსებს კუნთები რომელიც არ მუშაობს ფიზიკური ვარჯიშის დროს.
(კუჭის, საყლაპავი, საღეჭი, მიმიკური, შარდის ბუშტი, სისხლძარღვები,ენის,თვალის ირგვლივი, შუბლის.)



კოგნიტურ სქემაზე მუშაობა ჯგუფებში.

ჯგუფური მუშაობა.

დიდი კედლის ფურცელი. მარკერები.

3წთ
11
შემდეგ მოსწავლეები ავსებენ კოგნიტური სქემის“ რა მინდა ვიცოდე“-ს  უჯრას.
კოგნიტურ სქემაზე მუშაობა.
მთლიანი კლასი.
დიდი კედლის ფურცელი. მარკერები.
2წთ
12
თვითშეფასება მოსწავლეების.სტიკერებზე ფერად პატარა ფურცლებზე 4 კითხვაზე მოსწავლეებმა თვითშეფასება გააკეთეს;
1.გავიგე მოცემული დავალების ზუსტი დანიშნულება.
2. ჯგუფში მსჯელობისას ჩემს აზრს ღიად გამოვთქვამ.
3.მესმის რომ კამათი ჩხუბში არ უნდა გადაიზარდოს.
4. რამდენად კმაყოფილი ვარ დღევანდელი გაკვეთილით.



ინდივიდუალური.

პატარა ფერადი ქაღალდი. საწერი კალამი.

1წთ
13
ხელბურთის თამაში და დაკვირვება კუნთების  მოძრაობებზე თუ რომელი კუნთი მოძრაობს.

სპორტული თამაში
მთლიანი კლასი.
დარბაზი, ბურთი.
5წთ
14
 მასწავლებლის მიერ განმავითარებელი შეფასება, კომენტარი, დავალების მიცემა -სახლის პირობებში გარკვეული ვარჯიშების სესრულება ბიცებსის და ტრიცებსის გამოყენებით.და ინფორმაციის მოძიება  კუნთებზე თუ რა მოსდის კუნთებს მეტი მუშაობის დროს.
საუბარი, სქემები შეფასების.
მთლიანი კლასი. ინდივიდუალური.

1წთ
15
მოწესრიგება ზარის დარეკვამდე.
გამოიცვალონ ფეხსაცმელი, მოიცვან ქურთუკი, აიღონ ჩანთები. მოაწესრიგონ სპორტ დარბაზი :შევინახოთ ბურთი.


მთლიანი კლასი.ინდივიდუალური.
ფეხსაცმელი. ქურთუკი .ბურთი. ჩანთა.
1წთ
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლემ გაიღრმავა ცოდნა კუნთების სწორი დატვირთვის შესახებ და დაინახა მისი მნიშვნელობა და თუ როგორ უნდა მივყვეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს.


შეფასება:
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები ან/და რუბრიკები თან უნდა ერთვოდეს გეგმას)
                                    ცოდნის კატეგორიზაციის სქემა   ვ. გ. მ.ვ.
ვიცი
გავიგე
მინდა ვიცოდე
კუნთების წყალობით ვმოძრაობთ,
გავიგე თუ რა მნიშვნელობა აქვს თითოეული კუნთის სწორედ დატვირთვას.
რა მოსდის კუნთებს ზედმეტი მუშაობის დროს.
                          




                                          კოგნიტურ სქემაზე ჯგუფური მუშაობა.
1 ჯგუფი :კუნთებ  რომელიც მუშაობს ფიზიკური ვარჯიშის დროს
 2 ჯგუფი: კუნთებ  რომლებიც არ მუშაობენ ფიზიკური ვარჯიშის დროს
გული,ორთავა, სამთავა წვივი, მუცლის , მაჯისმომხრელი. ნეკნთაშუა კუნთი, მკერდი კუნთი.
კუჭი, საყლაპავი, საღეჭი, მიმიკური, შარდის ბუშტის, სისხლძარღვები, ენის, თვალის ირგვლივი, შუბლის.
               
  თვითშეფასების რუბრიკა მოსწავლეებისათვის.


თვითშეფასევის კითხვარი
დიახ
არა
ნაწილობრივ
1
 გავიგე მოცემული დავალების ზუსტი დანიშნულება.



2
ჯგუფში მსჯელობისას ჩემს აზრს ღიად გამოვთქვამ.



3
მესმის რომ კამათი ჩხუბში არ უნდა გადაიზარდოს



4
რამდენად კმაყოფილი ვარ გაკვეთილით.



თვითშეფასების კითხვარი მასწავლებლისა

სწავლებისას მე:
არასდროს
ხანდახან
ყოველთვის
1
ვუხსნი მოსწავლეს თუ რას დავაკვირდები მათ საქმიანობაში იმის გასარკვევად თუ როგორ დაამუშავეს მათთვის მიცემული დავალება



2
უკუკავშირის მიზნებისათვის ვიყენებ გაკვეთილის მიზნებსა და მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმებს.



3
ვქმნი სასწავლო მიზნებს სასწავლო გეგმის შესაბამისად.



4
სასწავლო მიზნების შექმნისას ვფიქრობ მოსწავლის კონკრეტულ ქცევაზე მოცემულ სასწავლო პირობებში.



5
განმავითარებელი შეფასებისას ვაანალიზებ მოსწავლის მუშაობას.



6
ჩემს მიერ მიწოდებული უკუკავშირი შეიცავს მოსწავლის მიღწევების აღიარებას და ასევე რჩევას შედეგების გასაუმჯობესებლად.



ხელმოწერა: ინგა ლაზარაშვილი.
თარიღი: 3.11. 2017წ.






გაკვეთილის გეგმა


მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:ინგა ლაზარაშვილი. 47001009052


საგანი:ფიზიკური აღზრდა.


სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო საფეხური. მე- 10კლ.


მოსწავლეთა რაოდენობა: 11 მოსწავლე.


გაკვეთილის თემა: კუნთები მათი აგებულება და ვარჯიშები მის გასაკაჟებლად.


გაკვეთილის მიზანი: მოსწავლომ გაიღრმავოს ცოდნა კუნთებისა და მათი ფუნქციების შესახებ. მოსწავლემ შეძლოს ვარჯიშბის შესრულება კუნთების გარკვეული ჯგუფისათვის.




N


აქტივობის აღწერა


გამოყენებული მეთოდი/მეთოდები


კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები


სასწავლო რესურსები 




კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება:
მონაწილე მასწავლებელთა უკუკავშირი
შეხვედრის / შეხვედრების თემა:         კუნთები, მათი აგებულება და ვარჯიშები მის გასაკაჟებლად.
                                     
შეხვედრის / შეხვედრების თარიღი: 20.10.2017წ. 3.11.2017წ. 10.11.2017წ.

შეხვედრის ორგანიზატორის (ქოუჩის) სახელი და გვარი: ინგა ლაზარაშვილი.
შეხვედრის / შეხვედრების  მიზანი:  მონაწილე მასწავლებლებს ერთად დაგვეგეგმა კუნთებზე გაკვეთილი , რომელიც მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი იქნებოდა.

მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი: ია  ელიოსიძე

გთხოვთ შეაფასოთ შეხვედრის ეფექტურობა: 1- ძალიან არაეფექტური, 10 - ძალიან ეფექტური.  

1
2
3
4
5
6
7
8
9
10

რატომ იყო ეს შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის

შე  შეხვედრების  ციკლი   ძალიან   მნიშვნელოვანია როგორც  ყველა  მასწავლებლისათვის  ასევე  ჩემთვის ,რადგან  პრობლემის  გადაჭრის  გზების  შემოთავაზება   ყოველი  მასწავლებლის   მხრიდან  ხელს  უწყობს  არსებული   პრობლემის  მოგვარებას. პირადად  მე  მოხარული  ვარ  ,რომ  შემიძლია  ასეთ  შეხვედრებზე   გავითვალისწინო  და  გამოვიყენო  მასწავლებლების   აზრები  და  იდეები   საგაკვეთილო  პროცესის  დროს  პრობლემური  საკითხების  მოგვარებაში. აგრეთვე  შევამჩნიე ,რომ  როდესაც  ვესწრებოდი  გაკვეთილს, იგრძნობოდა  თუ  როგორ  ცდილობდნენ  მოსწავლეები  ყოფილიყვნენ  მობილიზებული  და  ორგანიზებული;აქედან   გამომდინარე  ურთიერთდასწრება   გაკვეთილზე   მოსწავლეს  უმაღლებს   პასუხისმგებლობის    გრძნობას,მისი   დამოკიდებულება  საგნის   მიმართ  ხდება  უფრო  მოტივირებული   და    სერიოზული.
ს       .მივიღე  გამოცდილება  თუ  როგორ  შეიძლება  ჩავატარო  უფრო  საინტერესო  გაკვეთილი,რათა  მიაღწიო   შედეგს.  სლაიდ-შოუ  იყო  მოსწავლისათვის  საინტერესო  საყურებლად  და   შესასწავლად,რის
შე    შედეგადაც   მათ  კარგად   აითვისეს  თუ  რომელი  ვარჯიში  რომელ  კუნთების   განვითარებას   უწყობს   ხელს .მომეწონა ის, რომ  მასწავლებელმა  დაურიგა  ბარათები  მოსწავლეებს,  სადაც  მათ  დაწერეს  თავისი  აზრი  მიღებული  ცოდნის   და  ჩატარებული    გაკვეთილის    შესახებ. ვეცდები  ყოველივე  გამოვიყენო  ჩემს  პრაქტიკაში.

       
       










































.






















































              
             
        


   

Комментариев нет:

Отправить комментарий