შეფასება სახვით
და გამოყენებით
ხელოვნებაში
შეფასების კომპონენტები სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში
მიმდინარე (საშინაო
და საკლასო) დავალებათა კომპონენტები
შეიძლება შეფასდეს შემდეგი ცოდნა და უნარ-ჩვევები:
Ø შემოქმედებითობა (გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი
ხელწერის, ხედვის
დემონსტრირება,
ტექნიკის,
მასალის და მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების ეფექტურად გამოყენება ჩანაფიქრის გადმოსაცემად და სხვ.);
Ø მასალის, ტექნიკის
და მხატვრულ-გამომსხველობითი საშუალებების გამოყენება;
Ø ნამუშევრის
შესახებ საუბარი (გამოყენებულ მასალაზე, ტექნიკასა და მხატვრულ-გამომსხველობით საშუალებებზე შესაბამისი
ტერმინოლოგიის გამოყენებით);
Ø ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშების დაკავშირება ისტორიულ, რელიგიურ, კულტურულ და სოციალურ კონტექსტთან;
Ø ხელოვნების
დარგებისა და ჟანრების ამოცნობა და მსჯელობა;
Ø ზეპირი გამოსვლა/პრეზენტაცია (სათქმელის ნათლად და
გასაგებად გადმოცემა, აუდიტორიასთან კონტაქტი,
თვალსაჩინოებისა
და ტექნიკური საშუალებების გამოყენება
და სხვ.);
Ø
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოჩენა;
Ø
კითხვებზე
ადეკვატური პასუხის გაცემა;
Ø
სხვისი აზრის პატივისცემის
დემონსტრირება;
Ø სასწავლო
აქტივობებში ჩართულობა;
Ø თანამშრომლობა
(მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან);
Ø
ორგანიზებულობა (სისტემურობა, დროის ლიმიტის დაცვა, საჭირო მასალის,
აღჭურვილობის ქონა).
ცოდნა და უნარ-ჩვევები ფასდება შემდეგი დავალებებით:
Ø კონკრეტული პრაქტიკული სამუშაოს შესრულება ან ნამუშევრის შექმნა გარკვეულ თემაზე (მოსწავლეებმა პრაქტიკული სამუშაო შეიძლება შეასრულონ წარმოსახვით, მეხსიერებით, ნიმუშის მიხედვით და ასევე, ასახონ გარემოზე დაკვირვების შედეგები, მაგ., პეიზაჟი, ნატურმორტი და სხვ.);
Ø საკუთარი და სხვისი ნამუშევრების განხილვა;
Ø ხელოვნების ნიმუშის შესახებ მსჯელობა;
Ø გარკვეული ეპოქის, შემოქმედის ან ხელოვნების ნიმუშის ანალიზი ან მის ირგვლივ
მსჯელობა;
Ø ინდივიდუალური
ან ჯგუფური პრეზენტაციის მომზადება (საკუთარი და სხვების ნამუშევრების პრეზენტაცია, აუდიტორიისთვის წარდგენა
და სხვ.);
Ø დაკვირვება
გარემოზე (დაკვირვების შედეგებზე მსჯელობა
ან ასახვა ნამუშევარში);
Ø მასალის მოძიება;
Ø რეფერატის
შედგენა.
შემაჯამებელი დავალებების
კომპონენტი
შემაჯამებელი
დავალების კომპონენტი უკავშირდება
სწავლა-სწავლების შედეგს. ამ კომპონენტში უნდა
შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების
შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა
შეძლოს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარ-ჩვევების
წარმოჩენა.
შემაჯამებელ
დავალებათა ტიპები:
სტანდარტის მოთხოვნათა შესასრულებლად რეკომენდებულია
შემაჯამებელ დავალებათა მრავალი ფორმის გამოყენება. სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში
შესაძლებელია შემდეგი ტიპის შემაჯამებელი დავალებების გამოყენება:
Ø პრაქტიკული სამუშაო, მაგ., მასშტაბური
ნამუშევარი;
Ø გამოფენა;
Ø პროექტი
(პროექტის სავარაუდო თემები: პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია რომელიმე
ხელოვანის ან გამოჩენილი ადამიანის შემოქმედებასთან, მოღვაწეობასთან, ხელოვნების დარგებთან
და ჟანრებთან, მსოფლიოში/ქვეყანაში/ ქალაქში/ რეგიონში და სხვ. მომხდარ
მოვლენასთან (ეკოლოგიური, პოლიტიკური, სოციალური და სხვ.), ასევე, გამოფენის
ექსპოზიცია, სპექტაკლის
გაფორმება, გაზეთის, ჟურნალის, წიგნის მაკეტი; სკვერის კეთილმოწყობა, სკოლის,
საკლასო ოთახის, ინტერიერის დიზაინი და სხვ.);
Ø მოხსენება-რეფერატი (გარკვეული ეპოქის, შემოქმედის შესახებ);
Ø პრეზენტაცია;
Ø ტესტი
Ø და
სხვ.
მოთხოვნები,
რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები:
Ø დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების
ზოგადი რუბრიკა;
Ø ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების
პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
Ø მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შემოწმებასაც
ემსახურება შემაჯამებელი დავალება
შეფასების რუბრიკები
საკლასო და საშინაო სამუსაოს შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
|
საერთო ქულა 10
|
ორგანიზებულობა
1.მოსწავლე
სახლიდან მოდის ორგანიზებული,კლასში აქვს
საჭირო ინვენტარი(სახატავი და სამუშაო რვეული,ფანქრები ...),გაკვეთილზე იცავს
ქცევის წესებს .
|
2
|
საგაკვეთილო
პროცესში ჩართულობა
2.ჩართულია
საგაკვეთილო პროცესში :უსმენს მასწავლებლისა და
თანაკლასელების მიერ მიწოდწებულ
ინფორმაციას,შეუძლია გაიმეოროს მოსმენილი და უპასუხოს საშინაო
დავალების თეორიულ კითხვებზე.მოსწავლე ასრულებს
გაკვეთილის გეგმის მიერ გათვალისწინებულ პრაქტიკულ
სამუშაოს;აქვს შესრულებული წინა
სამუშაო--ნახატი.
|
2
|
ჩამოთვლითაგან
ერთერთი კომპონენტის შეფასება
3.1.პრაქტიკული
სამუშაოს შესრულება
3.2 პრეზენტაციის გაკეთება
3.3 ნახატის
მხატვრული ანალიზის გაკეთება
3.4 საგაკვეთილო
თეორიული მასალის გადმოცემა
|
6
|
პრეზენტაციის შეფასების
რუბრიკა
შეფასების
კრიტერიუმები
|
საერთო ქულა----6
|
1.ინფორმაციას
გადმოგვცემს გასაგებად,საუბარი გამართულია,იყენებს შესაბამის
ინტონაციას.,ამყარებს კონტაქტს
აუდიტორიასთან
|
2
|
2.ყურადღებას
ამახვილებს და გამოყობს
თემის მთავარ საკითხებს.
|
2
|
3.იყენებს
თვალსაჩინოებებს
|
2
|
საგაკვეთილო თეორიული
მასალის ცოდნის
შეფასება.
1.მოსწავლეს შეუძლია
პასუხის გაცემა მხოლოდ
1—2 კითხვაზე საგაკვეთილო
თეორიული მასალიდან
|
2 ქ
|
2.მოსწავლეს შეუძლია
თეორიული მასალის ნაწილობრივი გადმოცემა,იცის ნახევარი
გაკვეათილი და რამდენიმე
ზირითადი საკითხი.
|
4 ქ
|
3.მოსწავლეს შეუძლია
საგაკვეათილო მასალის სრულყოფილად
გადმოცემა;წარმოდგენა აქვს ყველა
ძირითად საკითხზე.
|
6 ქ
|
შეფასების
კრიტერიუმები
|
საერთო ქულა---6
|
.1კომპოზიცია--როგორ ახერხებს
მოსწავლე კომპოზიციის აგებას
და ფიგურების განაწილებას
ნახატში
|
2
|
2.ფორმა--როგორ იყენებს
მოსწავლე ხაზს და შუქ--ჩრდილს მოცულობითი
ფორმის
შესაქმნელად
|
2
|
3.ფერთა გამა--როგორ შეესაბამება ფერთა
გამა ჩანაფიქრს და იდეის გადმოცემას
|
2
|
ნახატის ანალიზის
შეფასების რუბრიკა
შეფასების
კრიტერიუმები
|
საერთო ქულა---6
|
1.მოსწავლე ასახელებს
ნახატის
სახელწოდებას,ავტორს;ამოიცნობს
ნამუშევრის დარგს და ჯანრს.
|
2
|
2აღწერს ნახატს,მსჯელობს ნახატისკომპოზიციაზე,კოლორიტზე და სხვა
გამომსახველობით ელემენტებზე და პრინციპებზე
|
2
|
3.საკუთარი ინტერპრეტაცია
|
2
|
Комментариев нет:
Отправить комментарий